კორპორატიული მიმართულება — თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან

კორპორატიული მიმართულება — თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან

ჯოვანი მორას აუდიტორია დახვეწილი, გამორჩეული და კონცეპტუალური კოლექციებით იცნობს, რომლებიც ადამიანებს საკუთარი თავის — ღირებულებებისა და მისწრაფებების თავისუფლად გამოხატვაში ეხმარება. 

ჩვენი მთავარი გზავნილიც: გააჟღერე შენი შინაგანი ხმები” სწორედ ამ იდეას გამოხატავს. 

თუმცა, შინაგანი ხმების გაჟღერებასა და საკუთარი უნიკალურობის გამოხატვაში, არა მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს, არამედ, კომპანიებსაც ვეხმარებით. 

ჩვენი კორპორატიული მიმართულების ფარგლებში, მაღალი ხარისხისა და გამორჩეული ესთეტიკის ნივთები უკვე არაერთი კომპანიისთვის დავამზადეთ. 

თვალი გადაავლე ჩვენს კორპორატიულ ნამუშევრებს, რომლებიც ინდივიდუალური დიზაინითა თუ ფუნქციური მახასიათებლებით, კომპანიების ვიზუალურ სტილსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შევქმენით.

თიბისი დაზღვევისთვის შექმნილი პროდუქტების სეტი: აბრეშუმის შარფი, ჰალსტუხი, საკინძე და საპასპორტე.

TBC Insurance

Tegeta Truck & Bus-ისთვის შექმნილი პროდუქტები: ჰალსტუხი, აბრეშუმის შარფი და საკინძე.

Tegeta Truck & Bus

თეგეტასთვის შექმნილი ხელოვნური ტყავის ჩანთა


 

ჩვენთვის ვიზუალურ ესთეტიკას და დეტალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გვჯერა, რომ გამორჩეულ ნივთებს შეფუთვაც შესაბამისი სჭირდება. სწორედ ამიტომ, დახვეწილი, ფუნქციური და კონცეპტუალური ნივთების გარდა, პარტნიორ კომპანიებსა და მათთვის შექმნილ ნამუშევრებზე მორგებულ შეფუთვებსაც ვქმნით.

Aptos-ისთვის შექმნილი შეფუთვა

Aptos

ჩვენი ნამუშევრების მსგავსად, ჩვენთან თანამშრომლობის ფორმატებიც მრავალფეროვანია და შეგიძლია, არჩევანი შენთვის კომფორტულ პირობაზე შეაჩერო. 

მაგალითად, სასურველი პროდუქტები ჩვენი კოლექციებიდან შეარჩიო და შენი ბრენდის ვიზუალური სტილის გათვალისწინებით, განსხვავებული ესთეტიკით დავამზადოთ; ან, განსხვავებული პროდუქტი შემოგვთავაზო, რომელსაც შეკვეთით, სპეციალურად შენი კომპანიისთვის, სასურველი დიზაინით, მასალებითა და ფუნქციური მახასიათებლებით შევქმნით; ან, სულაც კონცეფციის შემუშავება, იდეიდან – აღსრულებამდე, ჩვენ მოგვანდო.

ასე რომ, თუ თანამშრომლებისთვის და პარტნიორებისთვის განსხვავებულ საჩუქრებს ეძებ, ან გამორჩეული ნივთები გჭირდება, რომლებიც შენი ბრენდის იდენტობას გამორჩეულად გამოხატავს, დაგვიკავშირდი: mariam@giovannimorra.com;

 

Reading next

ქართული ქსოვილი

Leave a comment

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.