მიწოდების პირობები

მიწოდება საქართველოს მასშტაბით

განახლება 11.01.2025- ძვირფასო მომხმარებელო, გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ მიმდინარე პროცესების პირობებში, არასტანდარტულ რეჟიმში ვოპერირებთ და, ამ ეტაპზე, მიწოდების ერთადერთი ოფცია გვაქვს, (BOLT Delivery) რომელიც 1 სამუშაო (სრული) დღის განმავლობაში მიწოდებას ითვალისწინებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით. აქციის ფარგლებში, 50 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთაზე მიწოდება კი უფასოა.

გაითვალისწინე, რომ შეკვეთაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, კურიერს არ აქვს წინასწარ დაკავშირების ვალდებულება. შესაბისად, შეკვეთისას უნდა მიუთითო ის მისამართი, სადაც კურიერი აუცილებლად შეძლებს ამანათის ჩაბარებას. ამანათის გამოგზავნამდე აუცილებლად მიიღებ შეტყობინებას, როცა ის დატოვებს საწყობს.

_______________________________________________________________

შეძენილი ამანათების მიწოდებას თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფს  პარტნიორი კომპანია - Bolt შპს „სმარტლი (ს/ნ: 402026491). ასევე. კომპანია „დელივო“ შპს "დიეფელ გრუპის" ს/კ: 405605046 მეშვეობით.

შეკვეთის გაფორმებისას, შეგიძლია აირჩიო მიტანის სასურველი პირობა:

თვითმომსახურება - ამანათის გატანა საწყობიდან (ქ. თბილისი, ირაკლი აბაშიძის 18) - უფასო.

სტანდარტული, თბილისის მასშტაბით - 1 (სრულ) სამუშაო დღეში. ტარიფი - 10 ლარი. 

გაითვალისწინე, რომ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე ამანათები ჩაბარდება სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან -  20:00 საათამდე.
შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაციისას ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსო მოთხოვნილი ინფორმაცია.

თუ შეკვეთის ჩაბარება ვერ მოხერხდა შეკვეთაში მითითებულ მისამართზე არყოფნის ან არასწორი/არასრული მისამართის გამო, შეკვეთა ჩაითვლება ჩაბარებულად და თანხა უკან არ დაგიბრუნდება. ასეთი შემთხვევისას შეგიძლია, შეკვეთას თავად მოაკითხო საწყობში შემდეგ მისამართზე:

ქალაქი თბილისი, ი. აბაშიძის 18. ასეთ შემთხვევაში, შეძენილი ამანათი შეინახება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამანათის გატანამდე აუცილებელია წინასწარ შეათანხმო გატანის დრო და გატანისას თან გქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

თუ შეკვეთა არ მიიღე მისი განთავსებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში და არ დაგხვდა არც მისამართზე ბარათი, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდე ელ.ფოსტაზე: customercare@giovannimorra.com.

მიწოდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

სამწუხაროდ, საერთაშორისო ამანათების გაგზავნა დროებით შეჩერებული გვაქვს. აუცილებლად, შეძლებისდაგვარად მალე დავაბრუნებთ ამ ფუნქციას და უმალვე შეგატყობინებთ. გთხოვთ, გვეწვიოთ მოგვიანებით.

მსოფლიოს მასშტაბით მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ: ევროპის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, აშშ-სა და კანადაში.

* მსოფლიო მასშტაბით მიწოდების ტარიფი დამოკიდებულია ამანათის წონაზე.

* შეძენილ ამანათს მიიღებ შეკვეთიდან 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში.

* ამანათს მიიღებ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე. მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.

შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაციისას ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსო მოთხოვნილი ინფორმაცია. 

გაითვალისწინე, არასრული მისამართის მითითების შემთხვევაში, ამანათი დაყოვნდება ჩემს საწყობში და არ გამოიგზავნება მანამ, სანამ სწორ ინფორმაციას არ მომაწვდი. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გამოგიგზავნი წერილს მითითებულ ელ.ფოსტაზე.