წესები და პირობები

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები და წესები წარმოადგენს შეთანხმებას ჩემ - Giovanni Morra-სა (შემდგომში მოვიხსენიებ როგორც “ჩემს”, “ჩემი”) და შენს - ვებგვერდის სტუმარს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას.

ვებგვერდზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ შენ იაზრებ და ეთანხმები აღნიშნულ წესებსა და ინსტრუქციებს. გაითვალისწინე, აღნიშნული წესები და ინსტრუქციები პერიოდულად შეიძლება განვაახლო. შესაბამისად, ყოველი სტუმრობისას ამ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმები ცვლილებებს. 

რეგისტრაციის შემდგომ, გთხოვ, პერიოდულად შეამოწმო წესები და პირობები. თუ არ ეთანხმები რომელიმე ცვლილებას, მაშინ უნდა შეწყვიტო ვებგვერდით სარგებლობა.

 რეგისტრაცია

ვებგვერდის ნებისმიერი სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია, გაიარო რეგისტრაცია, რომლის დროსაც საჭიროა, მიუთითო გარკვეული ინფორმაცია შენ შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, ასაკი, სქესი, მისამართი და ბარათის მონაცემები.

გაითვალისწინე, შენი ანგარიშის პაროლი უნდა იყოს უნიკალური და უსაფრთხოებისთვის არ გაუზიარო მესამე პირს.

 ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება შეგიძლია Visa ან MasterCard ბარათით.

ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენებისას ადასტურებ, რომ აღნიშნული ბარათი შენი საკუთრებაა ან მფლობელისაგან ბარათის გამოყენების უფლება გაქვს.

 
მონაცემების გამოყენების პირობები

შენი პირადი მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ელფოსტაზე პერიოდულად ჩემგან შეიძლება მიიღო შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. თუ არ გსურს, მიიღო მსგავსი ინფორმაცია, ყოველი შეტყობინების ტექსტში მითითებული იქნება ინსტრუქცია მისი მიღების გაუქმების შესახებ, რომელიც შეგიძლია გააქტიურო სასურველ დროს.

Cookies

Cookie არის ინფორმაციის პატარა ფაილი, რომელიც ინახება შენი კომპიუტერის ვებბრაუზერში და მას ვიყენებ შენი სესიების დასაფიქსირებლად. თუ არ ეთანხმები Cookie-ს გამოყენების პირობებს, მაშინ ვერ შეძლებ ჩემი ვებგვერდით სარგებლობას. Cookie-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია ნახო შენი ვებბრაუზერის Help სექციაში.