__________

ჯოვანი მორა დახვეწილი იტალიური სტილის, ხარისხისა და ტექსტილის შთაგონებით შეიქმნა.

7 წლის წინ, როდესაც საქართველოში მამაკაცის საჩუქრის შერჩევა თითქმის შეუძლებელი იყო, ფერადი, თამამი და ეკლექტური ქსოვილით ხელქმნილი ბაფთების ტრადიცია დავამკვიდრეთ, შემდეგ კი — უძველესი ქართული ორნამენტები და მოხატულობა გავაცოცხლეთ. დღეს, თითოეული კოლექცია ყველა ასაკისა თუ სქესის მომხმარებლისთვის საგანგებოდ იქმნება. ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ვაწარმოებთ ბუნებრივ აბრეშუმსა და ეკომეგობრულ, გადამუშავებულ ქსოვილს ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი უნიკალური მოხატულობითა და ახლებურად ინტერპრეტირებული უძველესი ქართული ქსოვილის ორნამენტებით.

რამდენიმე წელია, რაც ჩემი მოსახერხებელი, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები ყოველდღიური შოპინგისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიეთილენის პარკების მოხმარების მინიმიზაციის თვალსაზრისით.

დაარსების წლიდან, ვთანამშრომლობ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რომლისთვისაც საგანგებოდ ვქმნი ბრენდის იდენტობით შთაგონებულ უნიკალურ მოხატულობასა და სასურველ პროდუქტს — როგორც თანამშრომლების, ისე ერთგული პარტნიორებისთვის.

მჯერა, საჩუქრის შერჩევისა და გადაცემის პროცესი ერთგვარი ხელოვნებაა. ამიტომაც, ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი თითოეული აქსესუარის შესანახ სასაჩუქრე ყუთს თუ ჩანთას. სულ ახალი, ფერადი შეფუთვა კი, 2023 წლის მიწურულს, შვედ დიზაინერთან, სესილია პეტერსონთან კოლაბორაციით შეიქმნა და თითოეულ ნივთს კიდევ უფრო მეტი განსაკუთრებულობა შესძინა.

ჩემს პოპაპ სტენდთან შეხვდები სახალისო ფერებში გამოწყობილ ახალგაზრდებს და დახვეწილი, კლასიკური სტილის მოყვარულ ზრდასრულებსაც.

წლების განმავლობაში, ჯოვანი მორა გამოხატვის თავისუფლებისა და ყველა ქართველისათვის საზიარო, გამბედავი განაცხადების მხარდამჭერ ბრენდად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, თითოეული პროდუქტი ბევრად მეტია, ვიდრე ლამაზი, ხარისხიანი და მოსახერხებელი აქსესუარი თუ ტანსაცმელი, რომელიც “გალერია თბილისის” მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის საუკეთესო სამახსოვრო საჩუქრადაც იქცა.

ახალი ფასეულობებისა და ტენდენციების გაზიარება იყო და იქნება ჯოვანი მორას უმთავრესი დანიშნულება. თითოეული მოგზაურობა, წაკითხული რომანი თუ აღმოჩენილი ისტორიული ფაქტი ხომ საკუთარი თუ საყოველთაო თვალსაწიერის გაფართოების საფუძვლად უნდა იქცეს.

ვიმეგობროთ.

სიყვარულით,

ჯოვანი მორა