ჩემ შესახებ

ყოველი ახალი დღე თავგადასავალია, რომელსაც ახალი შთაბეჭდილებები მოაქვს.

ჩემი თავგასადავალი 28 წლის წინ იტალიაში, რიომაჯორეში დაიწყო.

შთაბეჭდილებები მთელ მსოფლიოშია გაფანტული - წაკითხულ წიგნებში, მოსმენილ მუსიკაში, ნანახ ქალაქებში, გაზიარებულ ამბებსა და უკვე გაცნობილ ადამიანებში. მთავარია დაიჭირო წამი, რომელსაც სიახლის აღმოჩენის დიდი სიხარული მოაქვს, თუმცა არც ესაა მთავარი. მთავარი შთაბეჭდილებების გაზიარებაა. და მუდმივად ახლის ძიება.

ასე ვაღწევ ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლებას.

თავისუფლებას ვეზიარე, როდესაც შტატებში გადავედი საცხოვრებლად და მას შემდეგ ჩემი სამშობლო ნებისმიერი ადგილია, სადაც თავისუფლებაა. აირჩიო, განიცადო და გამოხატო - ჩემი თავისუფლება ასეთია.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვედი, ეს ქვეყანა ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენაა, რომელიც, მჯერა, ჩემთვის ახალი შთაბეჭდილებების ადგილი და დიდი აღმოჩენების შესაძლებლობაა.

მე მინდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე მინახავს და რასაც ამიერიდან აღმოვაჩენ, თქვენ გაგიზიაროთ. მხოლოდ ასე შევძლებ გამუდმებით აღმოვაჩინო სამყარო თავიდან.

მე ჯოვანი მორა ვარ. ვიმეგობროთ!