ჰალსტუხი - ლეგა მაგნოლია - ნატურალური აბრეშუმი - მწვანე
ჰალსტუხი - ლეგა მაგნოლია - ნატურალური აბრეშუმი - მწვანე
პროდუქტის კოდი: 10-TIEX-SLK-12-04
მარაგში დარჩენილია: 11 ცალი
ადგილზე აღების ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
ამბავი, რომელსაც ატარებ.
"„ლეგა მაგნოლია“ - ორნამენტი შთაგონებულია XVII საუკუნის ქსნის ერისთავის, შალვას ქულაჯაზე გამოსახული ორნამენტებით.
ქულაჯა ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ზედა სამოსი იყო, რომელსაც დიდგვაროვნები ახალუხზე იცვამდნენ. ასეთ სამოსზე დატანილი ორნამენტი მხოლოდ დეკორაცია არ იყო — ის ეპოქის გემოვნებას, სტატუსს და სამოსის დანიშნულებასაც აჩვენებდა.
ამ დიზაინში ქულაჯაზე არსებული ყვავილოვანი დეტალები უფრო მსუბუქად და მკაფიოდ იკითხება. ისტორიული სამოსის ხასიათი შენარჩუნებულია, მაგრამ ორნამენტი უფრო სუფთა და თანამედროვე ფორმას იღებს."
მახასიათებლები
- მასალა
- დამზადებულია ნატურალური აბრეშუმისგან.
- ქსოვის მეთოდი
- ჟაკარდული ქსოვა
ორნამენტი იქმნება უშუალოდ ქსოვის პროცესში, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ძაფების გადახლართვით. ის ქსოვილის სტრუქტურაშია ჩაქსოვილი და ზედაპირზე დატანილ პრინტს ან ქარგვას არ წარმოადგენს.
გაზიარება

მეგობარს ვაჩუქე და ძალიან კმაყოფილი დავრჩით! იდეალური ხარისხია, ულამაზესი და გამორჩეული დიზაინით. ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. მომსახურებაც ძალიან სასიამოვნო და პროფესიონალური იყო ❤️