ჰალსტუხი - სამოთხის ჩიტი - ნატურალური აბრეშუმი - ლურჯი
ჰალსტუხი - სამოთხის ჩიტი - ნატურალური აბრეშუმი - ლურჯი
პროდუქტის კოდი: 10-TIEX-SLK-16-06
მარაგში დარჩენილია: 9 ცალი
ადგილზე აღების ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
ამბავი, რომელსაც ატარებ.
„სამოთხის ჩიტის“ ორნამენტი შთაგონებულია XVII საუკუნის მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკებზე გამოსახული ქტიტორთა სამოსის დეკორატიული მოტივებით.
ამ წყაროში საინტერესოა არა მხოლოდ თავად ფორმა, არამედ ისიც, რომ XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოში ქსოვილი მხოლოდ ნაქარგობით ან ძვირფასი თვლებით არ ფორმდებოდა — არსებობდა ქსოვილის მოხატვის ტრადიციაც. სამოსზე დატანილი ასეთი ნიშნები ეპოქის გემოვნებას და ადამიანის საზოგადოებრივ მდგომარეობას აჩვენებდა.
„სამოთხის ჩიტში“ ისტორიული მოტივი ფრინველსა და ყვავილს შორის მერყეობს. ფორმა თითქოს ბოლომდე არც ერთს ემორჩილება და სწორედ ამ გაურკვევლობაში რჩება მისი ხასიათი.
დამზადებულია ნატურალური აბრეშუმით.
მახასიათებლები
- მასალა
- დამზადებულია ნატურალური აბრეშუმისგან.
- ქსოვის მეთოდი
- ჟაკარდული ქსოვა
ორნამენტი იქმნება უშუალოდ ქსოვის პროცესში, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ძაფების გადახლართვით. ის ქსოვილის სტრუქტურაშია ჩაქსოვილი და ზედაპირზე დატანილ პრინტს ან ქარგვას არ წარმოადგენს.
გაზიარება
