საპასპორტე – გულისსწორი – ტყავის შემცვლელი – წითელი
საპასპორტე – გულისსწორი – ტყავის შემცვლელი – წითელი
წითელი „გულისსწორის“ პრინტით გაფორმებული ვეგანური ტყავის საპასპორტე. კომპაქტური და მსუბუქია; მოგზაურობისას პასპორტს იცავს და მის ტარებას ამარტივებს.
„გულისსწორის“ ორნამენტი გელათში გამოსახული იმერეთის მეფე გიორგი II-ის სამოსზე ამოქარგული მუხის რკოს მოტივს ეფუძნება. მსგავსი ორნამენტი დავით აღმაშენებლის სამოსზეც გვხვდება, რაც მის ქართულ სამეფო ტექსტილის ტრადიციასთან კავშირზე მიუთითებს.
ეს საპასპორტე ჯოვანი მორას ქართული ტექსტილის კოლექციის ნაწილია — კოლექციის, რომელიც ქართულ ფრესკებზე, ხელნაწერებსა და ისტორიულ ტექსტილში შემონახულ ორნამენტებსა და ვიზუალურ მოტივებს თანამედროვე ყოველდღიურ აქსესუარებად გარდაქმნის.
დამზადებულია გამძლე ვეგანური ტყავისგან, მაღალი ხარისხის პრინტით.
პროდუქტის მახასიათებლები
პროდუქტის მახასიათებლები
მასალა და მოვლა
მასალა და მოვლა
მერჩენდაიზინგის რჩევები
მერჩენდაიზინგის რჩევები
გაზიარება

ძალიან ლამაზია მაგრამ ცუდი ხარისხი. ადრეც მაქვს ნაყიდი ამავე ბრენდის პასპორტის ჩასადები და ის ბევრად კარგი ხარისხია.