გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
1 -ის 5

ლეპტოპის ჩანთა – ირმის ნახტომი – პოლიესტერი – ბეჟი

ლეპტოპის ჩანთა – ირმის ნახტომი – პოლიესტერი – ბეჟი

ჩვეულებრივი ფასი 98.00 GEL
ჩვეულებრივი ფასი გასაყიდი ფასი 98.00 GEL
ფასდაკლება ამოყიდულია
გადასახადების ჩათვლით. მიწოდების ღირებულება გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას.

რბილი, პოლიესტერის ლეპტოპის ჩასადები „ირმის ნახტომი“ ბეჟ ფერში. მსუბუქი და მოსახერხებელი აქსესუარი საიმედოდ იცავს თქვენს ლეპტოპს ყოველდღიური ნაკაწრებისა და მსუბუქი დაზიანებებისგან.

ორნამენტის „ირმის ნახტომი“ შთაგონების წყაროა ქტიტორ აფაკიძის სამოსის მოტივი, რომელიც წალენჯიხის ტაძრის XVII საუკუნის ფრესკაზეა გამოსახული. ჯოვანი მორა ქართული საფეიქრო კულტურის ამ ისტორიულ დეტალს პრაქტიკულ თანამედროვე აქსესუარად აქცევს.

ეს აქსესუარი „ქსოვილი საქართველოდან“ კოლექციის ნაწილია. კოლექცია აერთიანებს ქართულ ფრესკებზე, ხელნაწარებსა და ისტორიულ კოსტიუმებში შემონახულ ორნამენტებს, სამოსის დეტალებსა და ვიზუალურ ფრაგმენტებს. იდეა მარტივია: ქართული ტექსტილის ისტორია მხოლოდ წიგნებსა და არქივებში არ უნდა რჩებოდეს, მას შეუძლია კვლავ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს.

დამზადებულია რბილი, წყალგამძლე პოლიესტერისგან, შიდა დამცავი ფენით.

თავსებადია 13-14 ინჩიანი თხელი ლეპტოპების უმეტესობასთან, რომელთა ზომა დაახლოებით 32.5 × 22.5 სმ-მდეა. მათ შორის ისეთ მოდელებთან, როგორებიცაა: Apple MacBook Pro 14, Lenovo ThinkPad X1 Carbon, Lenovo ThinkPad T14, Dell XPS 14, Dell Latitude 14, HP EliteBook 840, ASUS ExpertBook, ASUS Zenbook 14, Microsoft Surface Laptop 13.8 და LG gram 14.

გთხოვთ, შეკვეთამდე გადაამოწმოთ თქვენი ლეპტოპის ზუსტი ზომები. ჩასადები არ არის რეკომენდებული სქელი, სათამაშო (Gaming) ლეპტოპებისთვის ან იმ მოდელებისთვის, რომლებსაც აქვთ მასიური დამცავი ქეისი (Hard shell).

Product features

Materials and care

Merchandising tips

სრული დეტალების ნახვა
თქვენი კალათა
ვარიანტი ვარიანტების ჯამი რაოდენობა ფასი ვარიანტების ჯამი
Beige polyester laptop sleeve with Deer’s Leap Georgian textile print by Giovanni Morra
13-14 inch10-LAPT-PLS-11-15-14
13-14 inch10-LAPT-PLS-11-15-14
98.00 GEL / ცალი
0.00 GEL
98.00 GEL / ცალი 0.00 GEL