ლეპტოპის ჩანთა – ტრფობა – პოლიესტერი – შავი
ლეპტოპის ჩანთა – ტრფობა – პოლიესტერი – შავი
რბილი, პოლიესტერის ლეპტოპის ჩასადები „ტრფობა" შავ ფერში. მსუბუქი და მოსახერხებელი აქსესუარი საიმედოდ იცავს თქვენს ლეპტოპს ყოველდღიური ნაკაწრებისა და მსუბუქი დაზიანებებისგან.
ორნამენტის "ტრფობა" შთაგონების წყაროა მუხის რკოს მოტივი იმერეთის მეფე გიორგი II-ის სამოსიდან, რომელიც გელათის ფრესკებზეა გამოსახული. მსგავსი მოტივი მეფე დავით აღმაშენებლის სამოსზეც გვხვდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ორნამენტი ქართულ სამეფო ტანისამოსში გამოიყენებოდა.
ეს აქსესუარი „ქსოვილი საქართველოდან“ კოლექციის ნაწილია. კოლექცია აერთიანებს ისტორიულ ქართულ ორნამენტებს, სამოსის დეტალებსა და ფრესკებზე, ხელნაწარებსა თუ ტრადიციული ტექსტილის კვლევებში შემონახულ ვიზუალურ ფრაგმენტებს. ჯოვანი მორა ამ ძველ ფორმებს თანამედროვე ყოველდღიურ აქსესუარებად აქცევს.
დამზადებულია რბილი, წყალგამძლე პოლიესტერისგან, შიდა დამცავი ფენით.
თავსებადია 13-14 ინჩიანი თხელი ლეპტოპების უმეტესობასთან, რომელთა ზომა დაახლოებით 32.5 × 22.5 სმ-მდეა. მათ შორის ისეთ მოდელებთან, როგორებიცაა: Apple MacBook Pro 14, Lenovo ThinkPad X1 Carbon, Lenovo ThinkPad T14, Dell XPS 14, Dell Latitude 14, HP EliteBook 840, ASUS ExpertBook, ASUS Zenbook 14, Microsoft Surface Laptop 13.8 და LG gram 14.
გთხოვთ, შეკვეთამდე გადაამოწმოთ თქვენი ლეპტოპის ზუსტი ზომები. ჩასადები არ არის რეკომენდებული სქელი, სათამაშო (Gaming) ლეპტოპებისთვის ან იმ მოდელებისთვის, რომლებსაც აქვთ მასიური დამცავი ქეისი (Hard shell).
Product features
Product features
Materials and care
Materials and care
Merchandising tips
Merchandising tips
Share
