გადასახადების ჩათვლით.
მიწოდების ღირებულება გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას.
„ცეცხლოვანი როჭო“ შთაგონებულია მარტვილის ტაძრის ფრესკებზე შემონახული ლიპარტიანთა დიდგვაროვანი ქალის სამოსის მოტივებით.
ასეთი ორნამენტები მხოლოდ დეკორაცია არ იყო — სამოსზე დატანილი ფორმა, ფერი და განმეორებადი დეტალი ადამიანის წარმომავლობაზე, სტატუსზე და გემოვნებაზე მეტყველებდა. ამ დიზაინში ისტორიული სამოსის მოტივი უფრო გრაფიკულ სახეს იღებს: თითქოს ფრესკიდან წამოსული პატარა ფრაგმენტი დამოუკიდებელ ნიშნად გადაიქცა.
რატომ „ცეცხლოვანი როჭო“? პასუხი ბოლომდე პირდაპირი არ არის — ის ფერში, მოძრაობასა და იმ ფრინველის მსგავს ფორმაში უნდა ეძებო, რომელიც ორნამენტში თითქოს ჩანს და თან იკარგება.