გადასახადების ჩათვლით.
მიწოდების ღირებულება გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას.
„ტრფობა“ შთაგონებულია გელათის ფრესკაზე გამოსახული იმერეთის მეფე გიორგი II-ის სამოსის მუხის რკოს ორნამენტით. წყაროს მიხედვით, მსგავსი მოტივი დავით აღმაშენებლის სამოსზეც გვხვდება და შესაძლოა სამეფო სამოსისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი ორნამენტი ყოფილიყო.
ამ დიზაინში ისტორიული ფორმა უფრო ნათელ და რიტმულ სახეს იღებს. „ტრფობა“ აქ პირდაპირ სიყვარულს კი არ აღწერს, არამედ ძველ ორნამენტთან, ფერთან და მოძრაობასთან ემოციურ კავშირს.