Georgian Textile: History Revived

ქართული ქსოვილი: გაცოცხლებული ისტორია

ჯოვანი მორასთვის ისტორია მხოლოდ წარსული არ არის — ის შთაგონების უწყვეტი წყაროა. სწორედ ამიტომ, თიბისისა და ხელოვნების სასახლის (Art Palace) მხარდაჭერით, ჩვენ შევქმენით განსაკუთრებული პროექტი , „ქართული ქსოვილი“. ეს კოლაბორაცია მიზნად ისახავდა მრავალი საუკუნის წინანდელი, მივიწყებული ორნამენტების გაცოცხლებას და მათ ქცევას თანამედროვე სტილის ნაწილად.

პროექტის ფარგლებში ჩვენ წვდომა გვქონდა უნიკალურ საარქივო მასალებზე: შუა საუკუნეების ფრესკებზე, სამეფო სამოსსა და მე-16-17 საუკუნეების საეკლესიო მოხატულობაზე. ისეთი ისტორიული ფიგურების სამოსის დეტალები, როგორიც იმერეთის დედოფალი რუსუდანი ან გიორგი II დადიანია, საფუძვლად დაედო ჩვენს აბრეშუმის ჰალსტუხებს, შარფებსა და მაისურებს. მაგალითად, ჩვენს კოლექციაში შეხვდებით „თოლიგეს“, „ცეცხლოვან როჭოს“ ან „ფრთოსანი ანგელოზების“ პრინტებს, რომლებიც წალენჯიხის, ხობისა თუ მარტვილის ტაძრების ფრესკებიდან გადმოვიტანეთ.

ეს პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მან საშუალება მოგვცა ეროვნული იდენტობა მატერიალურ ნივთებად გვექცია. თიბისისთან ერთად, ჩვენ შევძელით ისტორიული საგანძური მუზეუმის ვიტრინებიდან ქალაქის ქუჩებში გამოგვეტანა. ეს არ არის უბრალოდ აქსესუარები , ეს არის მცდელობა, რომ ჩვენი მემკვიდრეობა არ დარჩეს მხოლოდ წარსულში და გახდეს ის, რასაც დღეს სიამაყით ვატარებთ.

ბლოგში დაბრუნება

დატოვე კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარები უნდა დამტკიცდეს მათ გამოქვეყნებამდე.