კოლექცია: ქართული ქსოვილი
აღმოაჩინეთ ჩვენი შერჩეული აქსესუარებისა და ტანსაცმლის კოლექცია, რომელიც წარმოადგენს პროექტ „ქართული ქსოვილის“ ნაწილს.
პროექტის განმახორციელებლები არიან თიბისი ბანკი და საქართველოს ხელოვნების სასახლე.
მარადიული ქართული მოტივები, რომლებიც უძველეს ქსოვილებში, ფრესკებსა და ნაქარგებში გვხვდება, ჯოვანი მორამ გააცოცხლა, შეჰმატა მათ თანამედროვე შტრიხები და ახალი სიცოცლე შთაბერა.
იქნება ეს ერთი გამორჩეული ნივთის არჩევა თუ შესაბამისი კომპლექტის შექმნა, ეს კოლექცია მათთვისაა, ვინც აფასებს კულტურას, დიზაინსა დახელოვნებას.