შეკვეთის გაფორმება დამატებულია კალათის ნახვა ბოლოს დამატებული ან შესყიდვის გაგრძელება დატოვება დატოვება გაყიდულია არ არის ხელმისაწვდომი გასაგრძელებლად საჭიროა დაეთანხმო წესებს და პირობებს გმადლობ! შეგატყობინებ როცა ეს პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი გთხოვ, მიუთითე მოქმედი ელ.ფოსტა კალათაში დამატება

საქართველო ოკუპირებულია - ვუთხრათ ხმამაღლა, ვუთხრათ მსოფლიოს!

საქართველო ოკუპირებულია - ვუთხრათ ხმამაღლა, ვუთხრათ მსოფლიოს!

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სამყარო თავიდან აღმომაჩენინეს, ახლა კი დროა, მათ Inner Sound-ებზე დანარჩენ მსოფლიოსაც მოვუყვე. და რომელია მათ შორის ყველაზე ხმამაღალი? 

მჯერა რომ თავისუფლება, რომლითაც ჩვენ ყველანი დავიბადეთ, ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს. ისტორია კი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მოყვება, არასდროს დანებდება წინაღობებს. ქართველებმა სწორედ ასეთი მეამბოხე თავისუფლებისა და დაუღალავი ბრძოლისუნარიანობით შემაყვარეს თავი. ამის შემდეგ შეუძლებელია არ გჯეროდეს, რომ ვერავინ წაგართმევს ერთობას, როგორ ბევრჯერაც არ უნდა ცადონ.

და მაინც, როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია.
მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა. 

სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და ხეტიალის ისტორიები "ხმების შეგროვებითა" და შემდეგ მათი გავრცელებით იქმნება. საქართველოშიც "ხმების შემგროვებლობამ" მომიყვანა. მაშინ, როდესაც ხმა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანია, მსურს მისი გავრცელების შესაძლებლობა სხვებსაც მივცე.

მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში.

No To Russian Occupation by Giovanni Morra

Georgia - No To Russian Occupation by Giovanni Morra

ვიზუალური კონცეფციის ავტორია გიორგი პოპიაშვილი. პოპიკ, მადლობა!

პასპორტის ჩასადების შეძენა შეგიძლია აქ - http://bit.ly/2FlDgY2





ასევე Morras' Blog

კარის მანიფესტი
კარის მანიფესტი

0 კომენტარი

რა ქმნის შენს უნიკალურ ისტორიას? რა გაძლევს ყველაზე დიდი თავისუფლებას?

ჩემთვის ყველაზე ღრმა და გულწრფელი შინაგანი ხმები საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა. და როგორია შენი ხმები? ხმები, რომლებიც არასდროს იტყუებიან და ყოველთვის პოულობენ ახალ გზებს საკუთარი მეს გამოსახატად.

და როდესაც იპოვი ძალას, მოუსმინო შენს ხმებს და გაუზიარო ისინი სამყაროს, შენ იპოვი საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ჩემი დევიზია "Spread Your Inner Sounds!"

კარი პიროვნების მანიფესტია. ის ინდივიდის სამყაროსკენ მიმავალ გზას ხსნის და შეუძლებელია მასში შებიჯებისგან თავის შეკავება.

კითხვის გაგრძელება